“გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს – ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურიენტებს” – ნინო წერეთელი

“გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს – ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურიენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება”, -, ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

წერეთელი ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან იმყოფება.

„ყველაფერი მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, ასეც დამთავრდება. 39 ათასი აბიტურიენტი გადანაწილებულია 24 ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურიენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება. ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი გამოცდის დაწყებამდე, მითითებულ დროს გამოცხადდნენ, დაგვიანების გარეშე. მინდა ყველას ვუსურვო წარმატება“, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025,  დღეს დაიწყო.

აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები