“სასამართლო განხილვები ვერ იქნება ნიადაგი, სადაც ხდება არეულობა და ქაოსი – ნებისმიერი სასამართლო განხილვა და მისი გაშუქება კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს” – მათიკაშვილი
“სასამართლო განხილვები ვერ იქნება ნიადაგი, სადაც ხდება არეულობა და ქაოსი – ნებისმიერი სასამართლო განხილვა და მისი გაშუქება კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, სასამართლო დარბაზში შესაბამისი აუდიო ჩაწერა ისედაც ხდება, ანუ ინფორმაცია, განხილვაზე რა გაჟღერდა და ასე შემდეგ, მხარეებს ისედაც ეძლევათ საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე. შემდგომ უკვე მათი უფლებაა, გადასცემენ თუ არა სხვა პირს. რაც შეეხება ჩაწერას – ამ შემოთავაზებული ვერსიით, ნებართვის მიღება იქნება სასამართლოს გადასაწყვეტი. შესაბამისად, სასამართლოში რაც ხდება, ბუნებრივია, მოსამართლეთა გადასაწყვეტია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება