ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: დაპირისპირება არის, ვინაიდან ეტყობა ინსტრუქცია გარე ძალების მხრიდან მთლიანად არ არის ჩაშლილი
„დაპირისპირება არის, ვინაიდან ეტყობა ინსტრუქცია გარე ძალების მხრიდან მთლიანად არ არის ჩაშლილი,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი ანგარიშით დაამარცხებს 64-ვე მუნიციპალიტეტში ოპოზიციას.
“დაპირისპირება არის, ვინაიდან ეტყობა ინსტრუქცია არ არის ჩაშლილი მთლიანად, ვინაიდან გარე უფროსები იკვლევენ იმას, რომ ფსონი უნდა დაიდოს მხოლოდ გახარიაზე და მხოლოდ ბატონ ხაზარაძეზე თუ ფსონი უნდა დაიდოს “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ჩვენ ყველა კონფიგურაციისთვის მზად ვართ. “ქართულ ოცნებას” საშტაბო მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, ჩვენ ყოველთვის თვეებით ადრე ვიწყებთ ხოლმე საშტაბო მუშაობას, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია და შესაბამისად, ნებისმიერი კონფიგურაციით როგორც არ უნდა იყოს ოპოზიცია წარმოდგენილი ამ არჩევნებში, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში”, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.