გიორგი ვოლსკი ირანის მაუწყებლის სტუდიის ფოტოზე რადიკალების რეაქციაზე: ეს გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებაში უფსკრულის, დაპირისპირების გაჩენას, რომელიც იქნებ როგორმე დამთავრდეს ისეთი შეტაკებით, რომელსაც სისხლის ღვრა მოჰყვება
„ეს გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებაში უფსკრულის, დაპირისპირების გაჩენას, რომელიც იქნებ როგორმე დამთავრდეს ისეთი შეტაკებით, რომელსაც სისხლის ღვრა მოჰყვება,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ირანის მაუწყებლის სტუდიის დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს განცხადებები არ უნდა იყოს მიჩნეული, როგორც კონკრეტული ადამიანის მხრიდან კონკრეტული ემოციის რაღაც ამოხეთქვა. ეს გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებაში უფსკრულის, დაპირისპირების გაჩენას, რომელიც იქნებ როგორმე დამთავრდეს ისეთი შეტაკებით, რომელსაც სისხლის ღვრა მოჰყვება. ერთადერთი მიმართულება მხოლოდ ეს არის – დესტაბილიზაცია, რასაც აუცილებლად უნდა მიჰყვეს სისხლის ღვრა, ხელისუფლების ცვლა ძალისმიერი მეთოდით და იმ პროცესებში ჩართვა, რომელიც საქართველოს ნგრევას მოუტანს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაცმოძრაობა“ და მათი ზოგი მხარდამჭერი ირანის სახელმწიფო ტელევიზიის დაბომბვის კადრებსაც აზიარებენ და მსგავს მდგომარეობას კონკრეტულ ქართულ ტელევიზიებს უსურვებენ.