სოფელ ხაბუმეში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში, აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 792 477 ლარით ფინანსდება.
ხიდის სიგრძე 161, ხოლო სიგანე 9,50 მეტრი იქნება. ხიდი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლოს შევა.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.