ლაშა კასრაძე: დინამიკა სუსტდება, რაც გადატრიალებების უკან დგას, ნაირ-ნაირი ფერების რევოლუციების მეთოდოლოგია „ენჯეოების“ სახით, ეს არის რადიკალურად შესუსტებული
დინამიკა სუსტდება, რაც გადატრიალებების უკან დგას, ნაირ-ნაირი ფერების რევოლუციების მეთოდოლოგია „ენჯეოების“ სახით, ეს არის რადიკალურად შესუსტებული, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა
„ნეოკონსერვატორებს და ნეოლიბერალებს ეგონათ, რომ პუტინის მხარდამჭერი რეჟიმი გადავაგდეთო, ამან ბრმა ენერგია მისცა, რამაც არ გაამართლა. იგივე მცდელობა იყო, რაც მოხდა 2020-2022 წელს თებერვალში, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ პუტინმა უცებ გაიღვიძა, მოეხასიათა და შევიდა უკრაინაში. ამას ახლავს კოლოსალური და ღრმა მიზეზები, თუ რატომ მოხდა ეს. ეს დინამიკა სუსტდება, რაც გადატრიალებების უკან დგას, ნაირ-ნაირი ფერების რევოლუციების მეთოდოლოგია „ენჯეოების“ სახით, ეს არის რადიკალურად შესუსტებული. როგორც არ უნდა შევხედოთ, ეს არის ვაშინგტონსა და ბრიუსელში არსებული სტრატეგიული იდეოლოგიის და კულტურის შედეგი – ის, რასაც ვხედავდით საქართველოში“, – აღნიშნა კასრაძემ.