პიტერ სიიარტო: ბრიუსელს სურს უკრაინის მხარდაჭერა უნგრული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების გაორმაგებით ან გასამმაგებით
ბრიუსელს სურს უკრაინის მხარდაჭერა უნგრული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების გაორმაგებით ან გასამმაგებით, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფინანსური დაფარვა უნგრული ოჯახებისგან იქნას აღებული!
„ორშაბათს ლუქსემბურგში დიდი ბრძოლა გაიმართება, რადგან ენერგეტიკის მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგში იქნება ფონ დერ ლაიენ-ზელენსკის წინადადება, რომელიც გვაიძულებს შევწყვიტოთ რუსეთიდან ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ბირთვული საწვავის შეძენა.
ბრიუსელს სურს უკრაინის მხარდაჭერა უნგრული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების გაორმაგებით ან გასამმაგებით.
ჩვენ, მეორეს მხრივ, არ დავუშვებთ, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფინანსური დაფარვა უნგრული ოჯახებისგან იქნას აღებული!
დღეს, მე და ჩემმა სლოვაკმა კოლეგამ, იურაი ბლანარმა, ტელეფონით განვიხილეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩვენი სუვერენიტეტის ასეთი უხეში დარღვევა ჩვენთვის მიუღებელია. ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმულირება სუვერენიტეტის საკითხია და გარედან არავის შეუძლია მასში ჩარევა. ჩვენ არ ვართ მზად, რომ არსებული ენერგორესურსები უფრო ძვირი და გაურკვეველი ენერგოწყაროებით ჩავანაცვლოთ არც ბრიუსელის და არც კიევის გამო! ორშაბათს, ლუქსემბურგში, ჩვენ ასევე დავიცავთ უნგრელ ოჯახებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გამო კომუნალური გადასახადებისთვის ორჯერ ან სამჯერ მეტი არ გადაიხადონ!“, – განაცხადა სიიარტომ.