ტრამპი – რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
“რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმება დასრულდა. ის მალე ამოქმედდება. ვულოცავ ორივე მხარეს ამ მოლაპარაკებებს. შეიძლება, ამან რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანოს”,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როდის მოხდება ომის დაწყებიდან ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლა, ჯერ უცნობია.