ბექა დავითულიანი: 26 მაისი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია – მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს წინაპრებს ამ დღისთვის, ჩვენამდე დამოუკიდებლობის მოტანისთვის

კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა, 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული. მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს წინაპრებს ამ დღისთვის, ჩვენამდე დამოუკიდებლობის მოტანისთვის. უნდა აღვნიშნოთ ყველაზე უფრო გრანდიოზულად, რაც ხდება ყოველ 26 მაისს და წელსაც – იმართება საზეიმო ღონისძიებები, თბილისში იმართება აღლუმი, სხვა ქალაქებში კონცერტები. ამ ფორმით ვუხდით ჩვენს წინაპრებს მადლობას“, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები