არჩილ გორდულაძე „ალდეს“ განცხადებაზე: ჩვენ ვგმობთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას

„ალდეს“ წარმომადგენელი რას გმობს ნამდვილად არ ვიცი და ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებოს მოვუწოდებდით, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვგმობთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, “- ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ალდეს პოლიტიკური ჯგუფის განცხადებას, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხება.

„ადამიანი ამბობს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრებს, მათ თანამშრომლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დასწრებოდნენ პროცესს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ცალკე განხილვის საგანია რა უნდა დიპლომატს ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს სასამართლო პროცესზე. ეს ძალიან ჰგავს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის მიუკერძოებლობაზე ზემოქმედების მცდელობას. რასაც თავის ქვეყანაში აკეთებენ, ჩვენ ნუ მიგვითითებენ და გვეუბნებიან, რომ ეს მიუღებელია და ეს არის დემოკრატიული უკუსვლა“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, “ალდეს” პოლიტიკური ჯგუფი, გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გმობს. ქართული ოპოზიციის უცხოელი მოკავშირეები ჯაფარიძის გათავისუფლებას და ბრალის მოხსნას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები