ლიეტუვის პრეზიდენტი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი არასაკმარისია

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების უახლესი პაკეტი კარგი, მაგრამ არასაკმარისია, მომდევნო პაკეტი უფრო ძლიერი უნდა იყოს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

“ერთი-ორი სახელმწიფოს გარდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგია, მაგრამ არასაკმარისი. ამიტომ ჩვენ ვუჭერთ მხარს სანქციების მე-18 პაკეტის რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცებას. ვთვლი, რომ ის უფრო ძლიერი უნდა იყოს.

სანქციების ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს რუსული ნავთობისა და გაზის ყველა ძირითად მიმღებს – Nord Stream 1-სა და Nord Stream 2-ს, ასევე ყველა რუსული ბანკი უნდა ამოირიცხოს SWIFT-ის პროგრამიდან.

ვაცნობიერებ, რომ ეს კვლავ წინააღმდეგობაში მოვა სახელმწიფოების გარკვეულ ინტერესებთან, მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობა ჩვენი, ყველას უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინტერესია“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები