“ეს არის ერთიანი სისტემა და ძალიან ლოგიკური და სწორია როდესაც ის ერთი სამსახურის ქვეშ იქნება გაერთიანებული,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადატანის ინიციატივაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაზვერვის სამსახური შედის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ის ავტონომიურობის საკითხს არ ინარჩუნებს.
„დაზვერვის სამსახური შედის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ის ავტონომიურობის საკითხს არ ინარჩუნებს. ცოტა ხნის წინაც იყო მომხსენებლის მიერ განცხადებული ის კონკრეტული საკითხები, სადაც დაზვერვის სამსახური თანამშრომელთა არჩევის კუთხით, სხვა მიმართულებითაც იქნება გარკვეული ავტონომიურობის შენარჩუნებითაც ხაზგასმული. მთლიანობაში, ის დაექვემდებარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეს არის ერთიანი სისტემა და ძალიან ლოგიკური და სწორია როდესაც ის ერთი სამსახურის ქვეშ იქნება გაერთიანებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.