KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში ეროვნული ბანკის საჯარო ლექცია გაიმართა

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია თემაზე – „გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები“, საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა წაიკითხა. მან მოსწავლეებთან ერთად ფინანსური განათლების არსი და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მნიშვნელობა განიხილა.

ლექციის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ ეროვნული ბანკის ფუნქციასა და მისი საქმიანობის ძირითად ასპექტებს, ასევე, გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და დაკვირვებები, საკუთარი ფინანსური და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმის – “ფინედუ” ფარგლებში ჩატარდა და მას იმერეთის რეგიონის IX-XII კლასების 400-მდე მოსწავლე დაესწრო.

პროექტი – „KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი‘‘ ხელს უწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, ეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში, კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.

პროექტის სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები