დავით ქართველიშვილი: “საქართველოს ბანკში”, შემდგომ კი “თიბისიში” 6 და 5-პროცენტიანი მონაწილეობით შემოიჭრა კორპორაცია “ბლექ როკი” – შემდგომი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ამ ინსტიტუტების საბოლოოდ ხელში ჩაგდება, რათა მიაღწიონ არეულობას, სახელმწიფო გადატრიალებას და ქვეყნის ომში ჩათრევას
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ „BlackRock-მა TBC PLC-ის 5.02%-იანი წილი შეისყიდა. კომპანია ასევე „საქართველოს ბანკის“ მეწილეთა სიაში 6,1%-ით მეორე ადგილს იკავებს“.
ქართველიშვილის თქმით, “ბლექ როკის” შემდგომი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების საბოლოოდ ხელში ჩაგდება, რათა ამ საბანკო სისტემებზე მიბმული ეკონომიკა თუ საზოგადოების დიდი ნაწილი მაქსიმალურად დისკომფორტულ მდგომარეობამდე მიიყვანონ და გამოიწვიონ საყოველთაო დესტაბილიზაცია.
მისივე თქმით, „ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს – კონკრეტული გარე ძალების სურვილი, ომში საქართველოს ჩათრევის შესახებ, არსად გამქრალა, ვინაიდან ამ ძალების მხრიდან ომის გაგრძელების პრაქტიკულ მზაობას ვაწყდებით!“
„რადგან ეს საკითხი ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩა, ამ ეტაპზე არც გადამეტებული “არმაგედონიზაციით”, თუმცა არც დანაშაულებრივი სიმშვიდის გარეშე შევეხოთ მას. ქვეყნის საბანკო სივრცეში ჯერ “საქართველოს ბანკში”, შემდგომ კი “თიბისიში”, შესაბამისად 6 და 5-პროცენტიანი მონაწილეობით შემოიჭრა “დიფ სთეიტის” ძირითადი ფინანსური მექანიზმი, კორპორაცია “ბლექ როკი”. შემოიჭრა ამ ბანკების ლონდონის ბირჟაზე გასვლისთანავე. მაშ რასთან გვაქვს საქმე?
რა თქმა უნდა, შეცდომაში არ შეგვიყვანოს ჩვენს საბანკო სივრცეში შემოსვლის ამ მონსტრის თითქოსდა უმნიშვნელო პროცენტულმა მაჩვენებლებმა – მისი მხრიდან ჩვენს ფინანსურ ინსტიტუტებზე კონტროლისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა ამაზე გაცილებით უფრო “მაქსიმალური” იქნება. მთავარია, რომ “დიფ სთეიტის” აგენტურის ფინანსური უზრუნველყოფის ამ ძირითად ტექნიკურ საშუალებებში შევიდნენ მაშინ, როდესაც სხვა გზებით ქვეყნის არევის მცდელობა ჩიხში შევიდა და ამ სფეროების გაკონტროლება და მართვა ურიგო არ იქნებოდა.
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ “ბლექ როკის” შემდგომი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების საბოლოოდ ხელში ჩაგდება, რათა ამ საბანკო სისტემებზე მიბმული ეკონომიკა თუ საზოგადოების დიდი ნაწილი მაქსიმალურად დისკომფორტულ მდგომარეობამდე მიიყვანონ, გამოიწვიონ საყოველთაო დესტაბილიზაცია და ამჟამად უკვე ამ კუთხით მიაღწიონ აქამდე წარუმატებელ თავის დედა-ამოცანებს: საყოველთაო მღელვარებას, არეულობას, სახელმწიფო გადატრიალებას და შემდგომში ქვეყნის ომში ჩათრევას.
ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ უკრაინაში ომის შეჩერების ტენდენცია არ შეიმჩნევა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი მძლავრი პლაცდარმის შექმნას, ახალი უპრეცედენტო მასშტაბის ავიაბაზის მშენებლობის სახით, ამჟამად რუმინეთში ეყრება საფუძველი. ჩვენ ვხედავთ, რა უხეშ ფორმებს იძენს ამა თუ იმ ქვეყანაში “დიფ სთეითისთვის” არასასურველ პოლიტიკურ ძალებთან და ლიდერებთან ბრძოლის კამპანია. ვიმეორებ, არც გადამეტებული ისტერიკა თუ პანიკა გვმართებს, მაგრამ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს – კონკრეტული გარე ძალების სურვილი, ომში საქართველოს ჩათრევის შესახებ, არსად გამქრალა, ვინაიდან ამ ძალების მხრიდან ომის გაგრძელების პრაქტიკულ მზაობას ვაწყდებით!“- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.