„…ვიკრებ სიბრძნესა მამულისათვის“ – სოლომონ დოდაშვილის დაბადებიდან 220 წელი შესრულდა
დღეს შესრულდა დიდი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, სოლომონ დოდაშვილის დაბადებიდან 220 წელი. ინფორმაციას სიღნაღის მერის მრჩეველი თემურ ბალარჯიშვილი ავრცელებს.
„იონა ხელაშვილმა მას „ჭური სიბრძნისა“ უწოდა. სოლომონ დოდაშვილს, ჰეგელიანურად სურდა ფილოსოფიის სისტემური წარმოდგენა. როგორც ბიბლიაშია, პირველად იყო სიტყვა, ასევე დოდაშვილმა ფილოსოფიის შესავალისთვის ლოგიკა დაწერა.

არის დოდაშვილის ასეთი სიტყვა – „…ვიკრებ სიბრძნესა მამულისათვის… უმეტესად ვიტყვი, არა თავისა თავისათვის მხოლოდ, გინა ბედნიერებისათვის ვმუშაკობ, არამედ სიყვარულისათვის მამულისა, რათა ევროპამან ჰცნას ივერია საშუალობითა წერილთა სარწმუნოთა“.
ჩემი აზრით, სოლომონს მიაჩნია, რომ ევროპელებზე მაგრები ვართ და ეს მათ უნდა გავაგებინოთ. ამისთვის სავიზიტო ბარათად მაჩნდა შოთა რუსთაველი. შემდგომში ამ აზრის იყვნენ შალვა ნუცუბიძე და სტალინი. აქვე ვიტყვი, რომ შალვა ნუცუბიძე დოდაშვილს გასაკვირად დიდ მოაზროვნედ მოიხსენიებს. ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის თანახმად, საქართველოში შოთა რუსთაველმა, რენესანსი ევროპელებზე 2 საუკუნით ადრე დაიწყო.
– სოლომონ დოდაშვილმა „ადამიანის სრულყოფილი განვითარების, მის მიერ ამქვეყნიური დანიშნულების შესრულების შესაძლებლობა იმ საზოგადოების თავისუფლებას დაუკავშირა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს“. – გურამ თევზაძე.
– კულტურის განვითარებისთვის, ადამიანის ძირითად საკაცობრიო მისიად მიაჩნდა, დაემყარებინა მშვიდობა მსოფლიოში და დაეცვა შინაგანი სიმშვიდე. (ასეთი პოზიციის იყო ი. კანტი)
– დოდაშვილი ქართული ენის სიძლიერეზე მიუთითებს – ქართულ ენას შეუძლია აღწეროს „თვით უმცირესი აზრი და გრძნობა“.
– „ქართველთ თვისებად აქვთ მხიარულობა“. – ს.დოდაშვილი.
– განვითარებისთვის, ადამიანში წარმოსახვის უნარს, აინშტაინივით, უპირველეს როლს ანიჭებს.
– ბატონ კოტე მიქაძის ინიციატივით, ჩოხოსნებმა ქვემო მაღაროს სკოლაში მოაწყვეს მუზეუმი; სკოლას აჩუქეს დოდაშვილის ბიუსტი. ავტორი – დურუ ქობალია.
– მოვიძიე დოდაშვილის ნასახლარი (ზედაშე), სადაც აღიმართება სტელა.
– 2025 წლის 14/15 ნოემბერს, იუნესკო თბილისში ჩაატარებს სოლომონ დოდაშვილისადმი მიძღვნილ კონფერენციას, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მერია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.