“შეხედეთ, როგორი ძალადობაა საქართველოს მიმართ; ცალკე 20% წაგვართვეს, ცალკე ავიღოთ მოძალადე ევროპარლამენტარები, რომლებიც არასწორს ლაპარაკობენ, მაგრამ ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს” – მეუფე იაკობი

„რატომ არის საქართველოზე ასე გადაკიდებული არამარტო ვთქვათ, ჩრდილოელი მეზობელი, არამედ დასავლეთიც, რა მოხდა ცოტა ხნის წინ? რას გვერჩიან? – ჩატარდა არჩევნები და ღვთის მადიდებელმა ხალხმა ვთქვით, რომ ღმერთი უპირველესია, ოჯახი უპირველესია ჩვენთვის”, – ამის შესახებ, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა – მეუფე იაკობმა ისაუბრა.

“არავისგან არ მოვიწონებ, ვინც საქართველოს უდიერად ექცევა. ჩემთვის არ არის ავტორიტეტი ის, ვინც საქართველოს დაუპირისპირდება. ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი თავის ფასი უნდა ვიცოდეთ. შეხედეთ, როგორი ძალადობაა [საქართველოს მიმართ] – ცალკე 20% წაგვართვეს, ცალკე ავიღოთ მოძალადე ევროპარლამენტარები, რომლებიც არასწორს ლაპარაკობენ, მაგრამ ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები