აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა დაძაბულობა უნდა შეამცირონ, თუმცა დასძინა, რომ აშშ-ს არ შეუძლია ბირთვული იარაღის მქონე აზიელი მეზობლების კონტროლი და მათ შორის ომი ამერიკის ჩვენი საქმე არ იქნება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო ფართო რეგიონულ ომში ან, ღმერთმა ნუ ქნას, ბირთვულ კონფლიქტში. გვსურს, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შემცირდეს. თუმცა, ამ ქვეყნების კონტროლი არ შეგვიძლია. „ჩვენ შეგვიძლია ვეცადოთ, რომ ეს ხალხი ოდნავ დეესკალაციისკენ წავახალისოთ, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ომის შუაგულში ჩართვას, რაც ფუნდამენტურად ჩვენი საქმე არ არის და არაფერი აქვს საერთო ამერიკის შესაძლებლობასთან, რომ ის გააკონტროლოს. “, – განაცხადა ვენსმა.
როგორც “როიტერი” წერს, ინდოეთი ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის მიზანია ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო პაკისტანი აშშ-ის მოკავშირედ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ვაშინგტონის მეზობელი ავღანეთიდან გასვლის შემდეგ მისი მნიშვნელობა შემცირდა.