კირცხალია – საფრანგეთში გამართულ აქციაზე: არ არის საფრანგეთი ლიდერი ამ დარბევების; გავიხსენოთ გერმანიაში, ბოლო თვეებში როგორი დარბევები მოხდა

“არ არის საფრანგეთი ლიდერი და ავანგარდში ამ დარბევების, გავიხსენოთ გერმანიაში, თუნდაც ბოლო თვეებში როგორი დარბევები მოხდა, გავიხსენოთ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ძალიან სასტიკი დარბევები, გავიხსენოთ აშშ-ში ძალიან სასტიკი დარბევები და არა მიტინგის დაშლა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია აცხადებს.

ის რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში გამართულ აქციაზე განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

„რაც შეეხება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით შედარებას, მათი ელჩების კომენტარები, განცხადებები და არა მხოლოდ მათი ელჩების, არის სწორედ ის ორმაგი სტანდარტი, რასაც სამწუხაროდ ევროკავშირმა შეაჩვია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ მსოფლიო“, – აღნიშნავს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები