მიხეილ დუნდუა: საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას და მომდევნო წლებში კეთილდღეობის მაღალ დონეს აუცილებლად მივაღწევთ
საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას და მომდევნო წლებში კეთილდღეობის მაღალ დონეს აუცილებლად მივაღწევთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციების შესახებ საქსტატის ახალ მონაცემებს.
„ასეთი მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირება ჩვენ გვაძლევს რეალურ წარმოდგენას, რომ საქართველოში წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, შესაძლოა იყოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც კი, რაც საქართველოს გამოარჩევს მსოფლიოში. საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას და მომდევნო წლებში კეთილდღეობის მაღალ დონეს აუცილებლად მივაღწევთ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
საქსტატის მონაცემებით, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა.