გიორგი აბაშიშვილი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გაუმჯობესების მიმართულებით გადახედეს გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობას
ეს არის სრულიად მოსალოდნელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს ძალიან სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციების შესახებ საქსტატის ახალ მონაცემებს.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საკუთარი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს სწორედ გაუმჯობესების მიმართულებით გადახედეს გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობას და საქართველოს ეკონომიკური, როგორც სწორი ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
საქსტატის მონაცემებით, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა.