ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის და ჩინეთის ოფიციალური პირები სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ტარიფები, სავარაუდოდ, ჩინეთში ქარხნების დახურვას იწვევს.

„ვიმედოვნებ, რომ გარკვეულ მომენტში შეთანხმებას მივაღწევთ, ჩვენ ჩინეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – თქვა ტრამპმა თეთრ სახლში თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს ჩინეთის წარმატება და კარგი დამოკიდებულება აქვს ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიმართ.

„მომწონს პრეზიდენტი სი ძინპინი, არ მინდა, რომ ეს მათაც დაემართოთ. გემები უკან იხევენ, რადგან უარს ამბობენ საქონელზე, არ სურთ ყიდვა ტარიფების გამო. ქარხნები იხურება მთელ ჩინეთში, რადგან ჩვენ არ გვინდა მათი პროდუქტი“, – დასძინა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები