პუტინი: ევროპაში ბევრი ადამიანია, ვინც რუსეთის პოზიციას იზიარებს

ევროპაში ბევრი ადამიანია, ვინც რუსეთის პოზიციას იზიარებს, მაგრამ ყველა არ საუბრობს ამაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„მთლიანობაში ევროპაში ბევრი ადამიანია, ვინც ჩვენს პოზიციას იზიარებს. ბევრი. ზოგი დუმს, ზოგი ძალიან მოკრძალებულად აცხადებს რაღაცას, ისე, რომ არავინ მოუსმენს. რა თქმა უნდა, არც ისე ბევრი ადამიანია, ვისაც ოფიციალური ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ აქვს გაბედულება გამოხატოს თავისი მოსაზრება. და არა მხოლოდ გამოხატოს იგი, არამედ აჩვენოს, რომ მათ აქვთ ეს პირადი აზრი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა საგანმანათლებლო მარათონის „ცოდნა. უპირველეს ყოვლისა“ მონაწილეებთან შეხვედრის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები