სოფელ აწყურში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილეებთან ილია ზარდიაშვილთან და ვაჟა გაჩეჩილაძესთან ერთად გაეცნო.
,,პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. ასევე მოეწყობა, მისაყრელი გვერდულები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ანაკრები რკინა-ბეტონის კიუეტები და ლითონის ცხაურები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით ექვსი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლები კეთილმოწყობილი შიდა გზებით ისარგებლებენ”,- წერია ინფორმაციაში.