ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს მომავალ საქმიანობაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა

,,ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ამას საზოგადოება გაიგებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის საქმიანობას ძირითადად კერძო სექტორში გააგრძელებს.

„ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ არსებობს ალბათობა პოლიტიკაში დაბრუნების – გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ახლა როგორც გითხარით, ჩემი ამჟამინდელი მოტივაციაა, რომ გავიდე პოლიტიკიდან, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები