ილონ მასკი და სკოტ ბესენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი და ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ,- ამის შესახებ Axios-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა ბესენტს „სოროსის აგენტი“ უწოდა, რის გამოც ფინანსთა მინისტრმა ის უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

როგორც მედია იუწყება, გასულ კვირას მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება საკმაოდ ხმამაღალი იყო. მათი ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთმანეთს ისე უყვიროდნენ, რომ მათ შორის ტრამპის ერთ-ერთი დამხმარე ჩადგა და გააშველა.

“სერიოზული სცენა დადგეს, ძალიან ხმამაღალი იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით”,- თქვა Axios-ის ერთ-ერთმა წყარომ.

გამოცემა წერს, რომ მასკსა და ბესენტს შორის დაძაბულობა ნაწილობრივ მათი პიროვნული მახასიათებლებითაა გამოწვეული.

“რაც ბევრ ადამიანს აოცებს არის ის, რომ სკოტი კარგი მანერების მქონეა. მაგრამ მასაც აქვს ლიმიტები და ღრიალი შეუძლია”,- თქვა Axios-ის წყარომ.

“საიდუმლო არაა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეკრიბა გუნდი ადამიანების, რომლებიც ვნებათაღელვით გამოირჩევიან საკითხებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე გავლენას ახდენს. უთანხმოება ჯანმრთელი პოლიტიკური პროცესის ნორმალური ნაწილია და აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპს სიამოვნებს”, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა.

გამოცემის ცნობით, მასკს აქამდე უთანხმოება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, ტრანსპორტის მდივან შონ დაფისთან და სავაჭრო მრჩეველ პიტერ ნავაროსთანაც ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები