ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება: „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადაგაგდოთ

,,რანაირად ხდება ასე, რომ გუშინ და გუშინწინ მთელი დღე აგინებდნენ, არ შევხვდებით, არ გვაინტერესებსო და დღეს თითოეული მათგანი – ბოკუჩავები, გახარიები, სამადაშვილები, ხაზარაძეები დაეწყვნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრას. ეს არის თქვენი მორალი, რომელიც ამორალურია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთად უნდა მოაგროვოს ადამიანმა, ჩასვას დიდ სკივრში და ოკეანეში გადააგდოს.

“ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდა ჩვენს ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს. ამ შეხვედრებს ეს რადიკალები უწოდებდნენ, რომ “გაუგებარი გვარის კაცი ჩამოვიდა, გაუგებარი ფუნქციით. არ შევხვდებით, არ გვაინტერესებს, ეს ლეგიტიმაცია არ არის”. ლეგიტიმაცია ჩვენ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა – მას საზღვარგარეთ არ ვეძებთ. ეს ვიზიტი კი იყო კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ დიახ, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა როგორც რეგიონში, ასევე, მთელ მსოფლიოში. ამიტომ არის აქცენტები საქართველოს მიმართ. ამ კაცმა გაახმოვანა ის მიდგომები, რაც ჩვენ ვამბობდით – მშვიდობა და სტაბილურობა…

დღეს რა ხდება? – რანაირად ხდება ასე, რომ გუშინ და გუშინ წინ მთელი დღე აგინებდნენ, არ შევხვდებით, არ გვაინტერესებსო და დღეს თითოეული მათგანი – ბოკუჩავები, გახარიები, სამადაშვილები, ხაზარაძეები დაეწყვნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ [ეუთო-ს გენმდივანთან] შეხვედრას. თავმოყვარეობა არ შემოგრჩათ ან ადამიანობის ნატამალი არ გაქვთ? რას გიკეთებენ ის თქვენი პატრონები? რა ხართ, რა ჯიშის ხართ გამაგებინა რაღაც პრინციპი და ღირებულება ხომ უნდა დაიცვათ. გუშინ ამ კაცს აგინებდნენ, რაღაც ტექნიკური შეხვედრაა, რაში გვაინტერესებსო და დღეს ზოგი ცალკე ითხოვს შეხვედრას, ზოგი ერთად – ცხვირ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს ოღონდ შეხვდნენ. ეს არის თქვენი მორალი, რომელიც ამორალურია. ერთად უნდა მოგაგროვოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, სადაც მიეწერება: “უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და ლუზერები” და ოკეანეში უნდა გადააგდო. ეს არის თქვენი ბოლო და ამას გააკეთებს ადგილობრივ არჩევნებზე ქართული საზოგადოებაც”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები