შალვა პაპუაშვილი: ეს არის არარაციონალური თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ვხედავთ ესტონეთის ხელისუფლებისგან, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს ვისმენთ

„ერთადერთი, ვისაც აზიანებს სანქციები, არიან ისინი, ვინც აწესებენ ამ სანქციებს იმიტომ, რომ ამით აჩვენებენ, რომ აბსოლუტური ფარსია, როდესაც საუბრობენ ღირებულებებზე, უფლებებზე და ასე შემდეგ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საფრანგეთის მხრიდან  მოსალოდნელ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საუბრობენ ღირებულებებზე, უფლებებზე, ეს ყველაფერი ფარსია იმ მომენტში, როგორც კი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდგება და 70-კაციან სიას ჩამოწერს იმ ხალხისა, რომელსაც არ უშვებს ესტონეთში.

„ერთადერთი, ვისაც აზიანებს სანქციები, არიან ისინი, ვინც აწესებენ ამ სანქციებს იმიტომ, რომ ამით აჩვენებენ, რომ აბსოლუტური ფარსია, როდესაც საუბრობენ ღირებულებებზე, უფლებებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ფარსია იმ მომენტში, როგორც კი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდგება და 70-კაციან სიას ჩამოწერს იმ ხალხისა, რომელსაც არ უშვებს ესტონეთში. ამ სიას რომ ჩახედავ და ქართველი ადამიანი ამოიკითხავ ლაშა ტალახაძეს, ამ ქართველ ადამიანს ესტონეთის ხელისუფლებაზე რა წარმოდგენა ჩამოუყალიბდება? ხომ ყველა ხვდებით, რომ აბსოლუტურად აცდენილია რეალობას ესტონეთის ხელისუფლება. არ ვიცი, ქართველი ხალხის მიმართ რა ბოროტება უდევთ გულში, ვერ ვხვდები. ფაქტია, რომ ეს არის არარაციონალური თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ვხედავთ ესტონეთის ხელისუფლებისგან, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს ვისმენთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები