შალვა პაპუაშვილი: დღეს ამ ამაზრზენი იდეოლოგიის მიმდევრებს, რომლებსაც ჩვენ გუშინ რუსთაველის გამზირზე ვხედავდით ჰგონიათ, რომ არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა – თუ რუსეთის ვასალი ხარ, მაშინ ცუდი ხარ და თუ ესტონეთის მაშინ კარგი

“დღეს ამ ამაზრზენი იდეოლოგიის მიმდევრებს, რომლებსაც ჩვენ გუშინ რუსთაველის გამზირზე ვხედავდით ჰგონიათ, რომ არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა. თუ რუსეთის ვასალი ხარ, მაშინ ხართ ცუდი და თუ ესტონეთის ვასალი ხარ, მაშინ ხარ კარგი ხარ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე,  შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი და ცუდი მონობა არ არსებობს.

„დღეს ამ ამაზრზენი იდეოლოგიის მიმდევრებს, რომლებსაც ჩვენ გუშინ რუსთაველის გამზირზე ვხედავდით, საზოგადოება რამდენი ხანია სამშობლო დაკარგულ ადამიანებს ხედავს, ჰგონიათ, რომ არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა. თუ რუსეთის ვასალი ხარ, მაშინ ხართ ცუდი და თუ ესტონეთის ვასალი ხარ, მაშინ ხარ კარგი. ეს არის ზუსტად, რაც მე ვთქვი, რომ ამ ადამიანებს არ ესმით რას ნიშნავდა 1989 წლის 9 აპრილის გმირობა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა მაშინ ჩაიდინეს, რომ არ არსებობს კარგი ვასალობა, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი მონობა, დღეს რომ უნდათ წარმოადგინონ, რომ არსებობს კარგი და ცუდი ბატონი. ეს არის მთავარი პრობლემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები