ტრამპი – სი ძინპინზე: ის ჩემი მეგობარია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, მზადაა, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდეს.

ტრამპმა მას შემდეგ, რაც ჩინეთისთვის 125-პროცენტიანი ტარიფი შემოიღო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს მეგობარი უწოდა.

“რა თქმა უნდა, ის ჩემი მეგობარია. რა თქმა უნდა, მე მას შევხვდებოდი. სი არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს, მას უყვარს თავისი ქვეყანა. ჩინეთს სურს შეთანხმების დადება. მათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ მიუდგნენ ამას. პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ”,- განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები