რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის, ოზგურ ოზელის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადვოკატმა, ჰუსეინ აიდინმა განაცხადა, რომ ერდოღანის წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარების გამო CHP-ის თავმჯდომარის, ოზგურ ოზელის წინააღმდეგ 500 ათასი ლირის ოდენობის მორალური ზიანის ანაზღაურების სარჩელი აღიძრა.

პარტიის ლიდერმა თურქეთის პრეზიდენტს „ხუნტას“ ხელმძღვანელი უწოდა, რაც ანკარის მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის შეურაცხყოფად ჩათვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები