15 დაღუპული, 100-ზე მეტი დაშავებული – დომინიკის რესპუბლიკაში ერთ-ერთი კლუბის სახურავი ჩამოინგრა

დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო-დომინგოს ღამის კლუბის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ღამის კლუბის სახურავის ჩამონგრევა.

“100-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს სხვადასხვა საავადმყოფოებში და მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოები.

ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ, ვეძებთ ადამიანებს ნანგრევებში. ვვარაუდობთ, რომ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალია, ამიტომ აქ ხელისუფლება თავისი გუნდებით არ გაჩერდება მანამ, სანამ ამ ნანგრევებში უკანასკნელ ადამიანს არ ვიპოვით”,- თქვა ხუან მანუელ მენდესმა, ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერაციების დირექტორმა.

დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ლუის აბინდერმა ადგილი დაათვალიერა და თქვა, რომ ახლა  მთავარი მიზანი ადამიანების გადარჩენაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები