რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის მუქარის მიუღებლობაზე მიუთითა
ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში ვითარება, დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო უარესდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, ირანის ოპონენტების მიერ სამხედრო ძალის გამოყენება მოგვარების კონტექსტში უკანონო და მიუღებელია.
“ვითარება არ სტაბილიზდება, ის უარესდება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო.
ასეთი დარტყმები „აუცილებლად გამოიწვევს ფართომასშტაბიან და შეუქცევად რადიოლოგიურ შედეგებს მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის.
ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი მოლაპარაკებების გადაწყვეტილებები, რომლებიც აღმოფხვრის დასავლეთის ცრურწმენებსა და გაუგებრობებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით“,- აცხადებს ზახაროვა.