რუსეთმა კიევზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
რუსეთმა ბალისტიკური შეტევა განახორციელა უკრაინის დედაქალაქზე, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება.
უწყების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძრები, რომელთა ლიკვიდაცია მაშველებმა მოახდინეს დარნიცკის, ობოლონის და სოლომენსკის რაიონებში.
დამწვარია საცხოვრებელი და კომერციული ფართები, ასევე ავტომობილები. არსებული ინფორმაციით დაშავდა სამი ადამიანი.