ნიკოლოზ სამხარაძე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს წევრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს წევრს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლორენ ვერლის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ვითარება უკრაინაში და მიმდინარე სამშვიდობო პროცესი.

ლორენ ვერლიმ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის კონფედერაციის უპირობო მხარდაჭერა.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო პროცესი უკრაინაში ნეგატიურად არ აისახოს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

შეხვედრა  უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები