ილონ მასკი აშშ-სა და ევროპას ნულოვანი ტარიფების და თავისუფალი ვაჭრობის შემოღებისკენ მოუწოდებს

მილიარდერმა და აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) კურატორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა შემოიღონ ნულოვანი ტარიფების სისტემა და თავისუფალი სავაჭრო ზონა. ეს აზრი მან გამოთქვა ფლორენციაში ლიგის პარტიის ყრილობაზე, რომელიც ორგანიზებული იყო იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის პროდუქტებზე 20 პროცენტიანი ტარიფების შემოღების ფონზე.

„იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ყველა დამეთანხმება, რომ ევროპაც და შეერთებული შტატებიც, ჩემი აზრით, იდეალურად უნდა გადავიდნენ ვითარებაზე ნულოვანი ტარიფებით, არსებითად შექმნან თავისუფალი სავაჭრო ზონა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის“, – ციტირებს CNN მასკს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები