აშშ-ში, ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ, მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება
ათასობით მომიტინგე შეიკრიბა შაბათს შეერთებულ შტატებში, მათ შორის ვაშინგტონში, რათა გამოეხატა წინააღმდეგობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ.
პროტესტის ორგანიზატორებმა 1200 საპროტესტო აქციის შესახებ გამოაცხადეს 50-ვე შტატში, ასევე კანადასა და მექსიკაში.
ვაშინგტონში ისინი 20000-ზე მეტ მონაწილეს ელოდებიან. დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად 150-მდე აქტივისტთა ჯგუფი დარეგისტრირდა სახელწოდებით “ხელები მოაშორეთ!”
Reuters აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები უკრაინის დროშებითა და პალესტინის შარფებით ნახეს.
ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, რომ ის აქცია მივიდა პროტესტის გამოსახატავად ყველაფრის წინააღმდეგ რასაც თეთრი სახლი აკეთებს, საიმიგრაციო პოლიტიკიდან დაწყებული ილონ მასკის ეფექტურობის დეპარტამენტამდე (DOGE), განათლების ინდუსტრიის მენეჯმენტიდან დაწყებული იმპორტზე გაზრდილი ტარიფებით დამთავრებული.
„ვგულისხმობ, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა არის დარტყმის ქვეშ, ყველა ჩვენი ინსტიტუტი, ყველაფერი, რაც ამერიკას აქცევს იმად, რაც არის”, – თქვა მომიტინგემ.