ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჟიზელ ჟურდა ხელმძღვანელობდა.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე.
ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო ევროკავშირის როლს უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესში.
ფრანგულმა მხარემ აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობას, ინიციატივის დინამიკის გაგრძელებას, რომელმაც, უკრაინაში ომის მიუხედავად, მისი წევრი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.