„ჩვენს წინაშეა ის საშინელება, რომელიც გამოვიდა სააშკარაოზე. რა თქმა უნდა ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას წარმოდგენა ჰქონდა ამ ყველაფერზე, მაგრამ ამ დეტალებში, ამ ადამიანების გამოკითხვებმა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ამ ბნელი ძალის ქმედება მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რა უბედურება დამართეს მათ ქართველ ხალხს,“ – ამის შესახებ, „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა – გიორგი სოსიაშვილმა დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია თუ რა დანაშაულებს ჩადიოდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება, კომისიის სხდომების შედეგად ძალიან ბევრი ახალი დეტალი გახდა ცნობილი, მათ შორის ის თუ რამდენად საშიში ძალა მართავდა ქვეყანას.
„შეშლილთა ბანდა მართავდა ქვეყანას და ამ ბანდამ ძალიან დიდ უბედურებამდე მიიყვანა ქართველი ხალხი. ღირსება აყარა ქართველ ხალხს თუ შეიძლება ასე ითქვას. ყოველ დღიურად ახალთახალი დეტალები ემატება, რაც ამაზრზენია და ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცემა, რომელიც აქამდე არსებობდა „ნაცბანდასთან“ მიმართებით” – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.