ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“: ყველა მსგავსი აქტი თუ რეზოლუცია ოპოზიციური მუხტის გამოცოცხლებას ემსახურება

„მეგობრობის აქტის რა გითხრათ, მტრული უფროა,“ – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, სენატის კომიტეტში მიღებული „მეგობარი აქტის“ შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიღებული დოკუმენტი ოპოზიციის აქციების წახალისებას ემსახურება.

„მეგობრობის აქტის რა გითხრათ, მტრული უფროა… ახლა, უფრო იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ყველა მსგავსი აქტი თუ რეზოლუცია, გარედან წამოსული განცხადება თუ მუქარა, ყოველთვის ოპოზიციური მუხტის გამოცოცხლებასა და მათ რეაბილიტაციას ემსახურება. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, 31 მარტის აქციისთვის სულის ჩადგმას, მაგრამ სულს ვერ ჩაუდგამ იმას, რასაც სული არ გააჩნია…“, – წერს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “მეგობარ აქტს”, რომელიც გუშინ დახურულ რეჟიმში განიხილეს. “მეგობარი აქტი” საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები