“ეს პერიოდი არის “ნაციონალური მოძრაობის” და ამ კლასტერის დასასრული” – ავთანდილ კუნჭულია

“ისინი არასდროს ყოფილან ერთიანი, მათ ყოველთვის ჰქონდათ საკუთარი ინტერესები და ცდილობდნენ, რომ საკუთარი ზრახვები განეხორციელებინათ და ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ავთანდილ კუნჭულიამ საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კუნჭულია აღნიშნავს, მათ ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ კონსენსუსი მომხდარიყო და კვლავაც იგივე გრძელდება.

“საზოგადოება დაიღალა ამ ადამიანების ყურებით, ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები საქართველოსადმი მტრულად არიან განწყობილები, შესაბამისად, ეს პერიოდი არის “ნაციონალური მოძრაობის” და ამ კლასტერის დასასრული”, – განმარტა კუნჭულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები