თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
თბილისში დღეს, საპროტესტო აქცია და რამდენიმე მარში გაიმართება.
აქცია ლოზუნგით: „დგება ხალხის გაზაფხული“, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი.
აქციის ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან.
21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.