ოჯახი ბრუკლინში 16 წლის ქეთი მაყაშვილს ეძებს
ოჯახი ბრუკლინში 16 წლის ქეთი მაყაშვილს ეძებს. ამის შესახებ მიმართვას სოციალურ ქსელში მისი დედა ელენე ბერიძე ავრცელებს.
,,მეგობრებო! ეს ჩემი შვილი ქეთი მაყაშვილია (KaThy Makashvili) 16 წლის.
ქეთი დღეს დილით 10:20 წუთზე სახლიდან გავიდა სპორტ დარბაზში.
ამ დროიდან ტელეფონი გათიშული აქვს, სპორტ დარბაზში არ მისულა, არცერთმა მეგობარმა არაფერი იცის. გთხოვთ იქნებ ვინმეს შეგხვდეთ, ან რამეს მოკრათ ყური, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ჩართულია პოლიცია, ფოტოები გამოკრულია ყველგან. გააზიარეთ პოსტი ყველას გთხოვთ”,- წერს ელენე ბერიძე.