“ძვირფასო პატრიოტო ახალგაზრდებო, გთხოვთ, დაფიქრდით, ვიდრე ვინმეს ბრმად მიჰყვებით, გაიხსენეთ ამ დღის ჭეშმარიტი და არა – დღეს გარედან თავსმოხვეული შინსარსი” – ბექა ოდიშარია
“დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს.
დამდგარ შედეგს 9 აპრილს მყისიერად მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
“31 მარტი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდია დაბადების დღეა.
34 წლის წინ ზვიადმა, მერაბმა და სხვა პატრიოტებმა ლომის წილი დაიდეს ამ პროცესებში.
ეს გახლდათ პქტრიოტთა დასი, რომელიც გააფთრებით ებრძოდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისადმი მომავალ საფრთხეს ორივე პოლუსიდან და ორივე ნახევარსფეროდან !
რა სურათი გვაქვს დღეს-ქუჩაში გამოსული რადიკალები მე-5 პრეზიდენტის თაოსნობით და გააფთრებული ცდა იმისა, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ნებისმიერ ხემისაწვდომ “მუშტარს”ფიანდაზზე მიართვან ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ა დენილი ოცნება-საქართველოს დამოუკიდებლობა და იმას კი ნამდვილად აღარ დაეძებენ, თუ რაში იქნება გარდასახული და გადახურდავებულიჩვენი ქვეყნის ხვალინდელი სვე-ბედი
ძვირფასო პატრიოტო ახალგაზრდებო, გთხოვთ, დაფიქრდით, ვიდრე ვინმეს ბრმად მიჰყვებით, გაიხსენეთ ამ დღის ჭეშმარიტი და არა – დღეს გარედან თავსმოხვეული შინარსი!”, – წერს ოდიშარია.