ხაინდრავა – საგამოძიებო კომისიაზე: მადლობა ღმერთს, მთელმა საქართველომ მოისმინა, ვის ხელში იყო ქვეყანა
“ვანო მერაბიშვილის დანახვაზე ფერს კარგავდნენ, დაჯდომის ეშინოდათ”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ისაუბრა.
აღნიშნულით ის აგვისტოს ომის დროს მაშინდელი პოლიტიკოსების წვლილს გამოეხმაურა.
„სამივე კაცმა გასცა პასუხი – ჯერ ვაშაძემ, რომელიც საბჭოთა კავშირის დიპლომატია. ის ამბობს, რომ ჩემი მოვალეობა არ იყო, რომ მოსახლეობა გაგვეფრთხილებინაო. გუგავა ამბობს, რომ ვერ მოვიცალე ამისთვისო და გენერალი ყურაშვილი, რომლის სამშვიდობო მანდატში პირველი – რაც წერია, არის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მეტი არაფრისთვის არ არსებობს სამშვიდობო კონტინგენტი. მადლობა ღმერთს, მთელმა საქართველომ მოისმინა, ვის ხელში იყო ქვეყანა“, – აღნიშნა ხაინდრავამ.