ელენე ხოშტარია დიღმის წინანაწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები