პაატა სალია: „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ჩამოცილებას ეცდებოდა, რათა კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს, შესაძლებლობა მისცემოდათ რეალურად ჩართულიყვნენ ქართულ პოლიტიკაში
“ქართული ოცნების” წევრი, პაატა სალია „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ის დანაპირები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა თავის ამომრჩეველს, იყო ის, რომ ყველანაირად ეცდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოეცილებინა საქართველოს პოლიტიკიდან იმისათვის, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებს, კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს, შესაძლებლობა მისცემოდათ რეალურად ჩართულიყვნენ ქართულ პოლიტიკაში“, – აღნიშნა სალიამ.