ლაშა გეგეჭკორი: დადასტურებული ინფორმაციით, 6 აპრილს, ცხოველების მოყვარულთა გარკვეული ჯგუფი გურჯაანში, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის რეგიონული ცენტრის დირექტორს საცხოვრებელ სახლთან პროვოკაციას უმზადებს

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის,ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“დადასტურებული ინფორმაციით,მ/წ 6 აპრილს, ცხოველთა მოყვარულთა გარკვეული ჯგუფი აპირებს გურჯაანში,საცხოვრებელ სახლთან პროვოკაცია მოუწყონ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის რეგიონული ცენტრის დირექტორს,ბატონ თეიმურაზ ზავრაშვილს.

ასევე,მაქვს ინფორმაცია რომ კახეთის შემდეგ ასეთივე “აქცია” იგეგმება მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის უფროსის წინააღმდეგ.

ამ “აქციებს” არ აქვს შინაარსობრივი,თემასთან დაკავშირებული,ზოგადად ქვეყანაში ამ პრობლემის მოგვარების მიზანი და მთლიანად ემყარება ისევ ამ ჯგუფის მიერ გავრცელებულ ჭორებს,რომელთა დასამტკიცებლად მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი დადასტურებული ფაქტი.

“აქციის” ორგანიზატორებს არ აინტერესებთ,თუ რამდენად არის გაზრდილი ამ ცენტრებში გახსნის დღიდან სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები.

არადა,სწორედ ეს არის პოპულაციის მართვის ერთადერთი ჰუმანური მეთოდი.

ყოველწლიური ანტირაბიული(ცოფზე) აცრა, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცხოველთა(ძაღლი/კატა) რეგისტრაცია არის პრობლემის მეთოდური გადაწყვეტის გზა,რომელსაც წარმატებულად ახორციელებენ ზემოთ მოყვანილი ცენტრები.

“აქციის” ორგანიზატორებს ამოძრავებთ სხვა მიზანი,რომელიც ჩემთვის ცნობილია და საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ გავაცნო სამართალდამცავ სტრუქტურებს.

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღკვეთილ იქნას მსგავსი პროვოკაციული ქმედება”,- წერს გეგეჭკორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები