“როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი; მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება” – მეუფე იაკობი
“ჩატარდა არჩევნები და ვიცით, რომ 150 კაცი ავირჩიეთ. ვიღაცამ თუ ვიღაცაზე მეტი ხმა არ მოიპოვა და ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეს მისი პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან ასე არ არისო”, – ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ისაუბრა.
„რუსთან თუ [ქართული] ენის ამბავი გავიტანე, როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება, არ არის არც მაკრონის და არც არავის გადასაწყვეტი.
მიტინგზე რაც ხდებოდა, ცალ მხარეს შეხედეს, მეორე მხარეს პოლიციას არ უყურებენ. ესენი ამბობენ, რა მოხდა საქართველოში, დემოკრატია იღუპებაო. ცოტა ხნის წინ 1 000-ზე მეტ კაცს კისრები დაჭრეს და ქუჩაში დახვრიტეს სირიაში. მათი ლიდერები ევროკავშირში მიიწვიეს. უკრაინა-რუსეთის ომია, შენ აფინანსებ ხალხის კვლას და მე იმას მეუბნები, რომ ჩემთან სისხლი დაიღვარა, ჩვენ ხომ არ ვკლავთ. საფრანგეთში 11 კაცი მოკლეს მაკრონის დროს ყვითელი ჟილეტების აქციები რომ იყო. ჩვენთან მადლობა ღმერთს, რომ ეს არ ხდება. მე რომ მეუბნები, შენი დინგი დაინახე.
მე ყოფილი პრეზიდენტის მიკვირს, რომ დადიხარ ესტონეთში და რაღაცებს ლაპარაკობ, გაგახსენდეს, რომ შვილების დედა ხარ და სხვებსაც შვილები ჰყავს. ვისი სისხლით გინდა რაღაცის გაკეთება“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.