„მეტრომშენში“ კომპაქტურად ჩასახლებული კორპუსიდან სოციალურად დაუცველები გამოასახლეს

მოქალაქეებმა თბილისის ზღვის დასახლებაში საპროტესტო საპროტესტო აქცია გამართეს. ე.წ. მეტრომშენის კორპუსში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ბინის კანონიერი მფლობელები საცხოვრებელი ფართის დატოვებას აიძულებენ. გამოსახლების პროცესი გუშინ, გვიან ღამით მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო ათამდე საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახური.
„ათ წელზე მეტია აქ ვცხოვრობთ. ბუნებრივია, გვქონდა იმის იმედი, რომ უფრო წინ წავიდოდით. მით უმეტეს, ეკონომიკის სამინისტრომ გაზის გაკეთების ნება დაგვრთო “, – აცხადებს დევნილი ნანა ცუცქირიძე.
სოციალურად დაუცველთა თქმით, არ დათმობენ ბინებს, სადაც 13 წელია ცხოვრობენ. ისინი საჭიროების შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები