„თუ საკადრო ცვლილებები საჭირო იქნება, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, თუ საჭიროა საკადრო ცვლილებები, ამაზე გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას კონსულტაცია ან საუბარი არავისთან არ მქონია. “არ ვიცი, მართალი გითხრათ ამ თემაზე განხილვა არავისთან, არც მთავრობაში და არც სხვა უწყებებში არ მქონია. ამაზე საუბარი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და წინა წლებიდან მოდის. შეუცვლელი არავინ არის, თუ საკადრო ცვლილებები საჭირო იქნება, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. ჯერჯერობით ამ თემაზე კონუსლტაცია ან საუბარი არავისთან არ მქონია”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები